Thursday, July 7, 2011

სასწავლო პროეკტის გეგმა

პროეკტის სახელწოდება:
ძველი მარაბდის ღირშესანიშნაობანი
პროეკტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:
1.მოსწავლეებმა უკეთესად შეისწავლონ საკუთარი სოფლის ისტორია.
2.ექსკურსიაზე მოსულ ტურისტებს საკმარისი ინფორმაცია დახვდეთ მარაბდის ისტორიულ ადგილებზე.
პროეკტის აქტუალობა:
სოფელი ძველი და ისტორიულია, სახელი გაითქვა 2625 წლის 1 ივლისის მარაბდის ბრძოლით.ამ საბედისწერო დღეს 14- ათასი სპარსი და 9-ათასი ქართველი დაეცა პატარა სოფლის მიწაზე. ქართული ეკლესია ფიქრობს მარაბდის მიწის "წმინდა მიწად" აღიარებას.საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან ცხრა ძმა ხერხეულიძეთა საფლავების სანახავად და პატივის მისაგებად. ამდენად ყველა ტურისტისთვის საინტერესო იქნება გაეცნოის მოკლე მიმოხილვით წარწერებს, ქრონოლოგიებს ისტორიულ ძეგლებზე და ადგილებზე. კერძოდ: წმინდა მარინეს ეკლესიაზე, ბარათაშვილების ნასახლარზე და არსენა ოძელაშვილის ნასახლართან.:
პროეკტის მიზნები:
მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით  შექმნიან მოკლე, მაგრამ საკმაო ინფორმაციის შემცველ აბრებს და წარწერებს და მიამაგრებენ ისტორიულ ძეგლებს და ადგილებს.
2. მოსწავლეები უკეთესად შეისწავლიან საკუთარი სოფლის ისტორიას.
3. მოსწავლეებს განუვითარდებათ, ინფორმაციის მოპოვების, კვლევის, თანამშრომლობის, ორგანიზებულობის უნარები.
4.მოსწავლეები გახდებიან პატრიოტები და კაცთმოყვარეები.
მონაწილეთა ასაკი:
IX-X-კლასელები.
ვადები/ხანგრძლივობა
მუშაობას დავიწყებთ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში 2011 წლის 1 ოქტომბერს და დავამთავრებთ 2011 წლის 30 ნოემბერს.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუკტები,რაც შეიძლებაშეიქმნას.
მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოპოვებულ ინფორმაცის და შექმნილ პროდუქტებს.

პროეკტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლეები ისარგებლებენ ბიბლიოთეკით, კომპიუტერით, ინტერნეტით, ფოტოაპარატით.


პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეებ ვყოფ ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი, რომელსაც დაექვემდებარებიან დანარჩენები. I ჯგუფს დავავლებ მოიძიონ მასალა, რითაც დაამზადებენ აბრებს და წარწერებს. II ჯგუფს დავავალებ წმინდა მარინეს ეკლესიის მოძღვართან ითანამშრომლონ და მოიძიონ ინფორმაცია ეკლესიის აშენების თარიღთან დაკავშირებით, წმინდა მარინეს წარმომავლობის და წმინდანად შერაცხვის ისტორიას. III  ჯგუფი ბიბლიოთეკაში მიოძიებს ისტორიულ წყაროებს პროექტის სახელთან დაკავშირებით.IV ჯგუფი მოიძიებს ზეპირ გადმოცემებს მარაბდის ხანდაზმული მოსახლეობისგან.  ინფორმაციების მოძიების შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს გააცნობენ ამ ინფორმაციებს და მოამზადებენ პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლოგეგმასთანკავშირი:
ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარება. 
  • დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო მოსწავლე ბიბლიოთეკაში კატალოგის საშუალებით მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და  განსაზღვრავს, გამოადგება თუ არა ესა თუ ის წიგნი ან სტატია მომავალი კვლევისათვის.
  • კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.       
  •   განსაზღვრავს, თუ რა ტიპის კვლევის ჩატარებას აპირებს - დაეყრდნობა მისი გამოკვლევა მხოლოდ მეორად წყაროებს, თუ მას დასჭირდება როგორც პირველადი, ასევე მეორადი წყაროების გამოყენება;
ისტორიისა გარდა პოექტი კავშირშია ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან.
პროეკტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
თამრიკო ფიჩხულაშვილი


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
tamrikofichxulashvili@gmail.com
პროეკტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
tamrikofichxulashvili.blogspot.com