Friday, December 2, 2011

ხანდაზმულებისაგან და სოფლის მოსახლეობისაგან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ნაპოვნი წარწერიანი ქვა.

პროექტის აქტივობებიდან გამომდინარე, შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც მოიპოვებდა ზეპირ გადმოცემებს, არსენა ოძელაშვილის  ნასახლარის დადგენაზე. აღმოჩნდა,რომ ძველი, წარწერიანი ქვა ინახებოდა მარაბდელი ოძელაშვილების ოჯახში, რომელზეც დატანილია წარწერა_'' არსენა ოძელაშვილის ნასახლარი''. წარწერა გაუკეთებიათ XIX საუკუნის 80–იან წლებში.
     ოძელაშვილების  ოჯახის წევრმა ახალგაზრდა არსენა ოძელაშვილმა მარმარილოს ქვა გადასცა სკოლას. სკოლიდან მოსწავლეებმა  ხელით აიტანეს სოფლის ეკლესიის მახლობლად არსებულ არსენა ოძელაშვილის ნასახლარზე, სადაც იზრდება დიდი ვერხვის ხე და მონიშნეს ადგილი,   ქვის ჩასამაგრებელად. ამით მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს თავიანთ მონდომებას და დაინტერესებას პროექტისადმი. დაამტკიცეს რომ უყვართ საკუთარი სოფელი და პატივს სცემენ მის ისტორიულ წარსულს.
  წარწერას მივამატებთ სხვა მოპოვებულ ინფორმაციას.
   მოგვიანებით პროექტში მონაწილეებმა მარმარილოს ქვას დაამატეს რამოდენიმე ისტორიული ფაქტი, კერძოდ: ,,არსენა ოძელაშვილი საქართველოს ეროვნული გმირი" . ,,ცხოვრობდა XVIII-XIX საუკუნეებში" . ,,აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა".
                                                                








  ჯგუფები
   ჯგუფი ა: ე. ჯაჯანიძე, ი. ფეიქრიშვილი, გ. ჩომახაშვილი, ტ. ჩხვიმიანი, ჯ. პეტრიაშვილი

   ჯგუფი ბ: დ. ონიანი, ბ. გულბანი, ნ. ალიხანაშვილი, ლ. კენკებაშვილი.