Friday, October 28, 2011

წმინდა დიდმოწამე მარინე

         წმიდა დიდმოწამე მარინე  მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძვ. სტილით 17 ივლისი, ახ. სტილით 30 ივლისი. ანტიოქიელი წმინდანი.
დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გაწმინდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. მდელმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი.
ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა დაქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.
მეორე დღეს წმინდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ.
საპყრობილეში გამომწყვდეული ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: ღამით მარტვილის თავს ზემოთ მანათობელი ჯვარი გაბრწყინდა, ჯვარს თეთრი მტრედიც დაადგა და ზეგარდმო გაისმა:გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რამეთუ დათრგუნე მხდომის სივერაგე; გიხაროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“ მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულით და ხორცით ახოვანქმნილი წარდგა მსაჯულის წინაშე.
     მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა აღმსარებელმა ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა. უღმრთოებმა ახალ-ახალი სატანჯველები დაატეხეს წმიდანს, ბოლოს კი წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩააგდეს. დასახრჩობად განწირული მარინე ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკვრელები თავისით შეეხსნა და, კვლავ ცოცხალი დარჩა. საკვირველმა სახილველმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ეპარქი კი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. მაშინ ათასხუთასი ქრისტიანი ეწამა. წმინდა მარინეს თავი მოჰკვეთეს.
მარაბდის სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტიდან გამომდინარე 
გააკეთეს აბრა  წმინდა მარინეს ეკლესიაზე გასაკრავად, შემდეგი წარწერით:
,, წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესია
XVI-XVII სს
არის ანტიოქიელი წმინდანი
ხსენების დღე 30 ივლისი"

     წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია მომქმედია. მღვდელმა მამა ავთანდილმა პროექტში მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და დალოცა. მან მოსწავლეებს უთხრა, რომ მალე მათ მიერ გაკეთებული აბრის გვერძე გაჩნდება ახალი აბრა, რომელზეც იქნება ინფორმაცია მასზედ, რომ მარაბდის ეკლესიის ეზოში განისვენებენ 1625 წლის პირველ ივლისს მარაბდის ბრძოლაში დაღუპული ცხრა ძმა ხერხეულიძე, მათი გმირი დედა და მცირეწლოვანი და. 

No comments:

Post a Comment