Friday, October 28, 2011

არსენა ოძელაშვილი

,,ოძელაშვილი არსენა
ღმერთმა კურთხევით ახსენა".

არსენა ოძელაშვილს იმ პერიოდში მოუხდა ცხოვრება, როცა რუსეთს კარგად ჰქონდა ფეხი მოკიდებული საქართველოში და ქართველი ხალხის ჩაგვრას მთელი ძალით ახორციელებდა. 
ქართველი ხალხი, კერძოდ კი მარაბდელები ვერ აუდიოდნენ ბატონებისა და ხელისუფლებისაგან დაწესებული გადასახადების გადახდას. ამას თან ერთვოდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდების სურვილი და გამწარებული ქართველები მზად იყვნენ ბრძოლისათვის, მხოლოდ მეთაურის გამოჩენას ელოდებოდანენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა არსენა ოძელაშვილიც. მისი თვისებები ზუსტად შეეფერებოდა იმ საპასუხისმგებლო მოვალეობას, რასთანაც ქართველი ხალხი აპირებდა შერკინებას.

არსენა ოძელაშვილი (მარაბდელი) იყო სოფელ მარაბდაში ვაჟკაცობითა და სიბრძნით ცნობილი ვაჟკაცის - ღვთისავარის ვაჟი. ოძელაშვილი ითვლებოდა ზაალ ბარათაშვილის ყმად. 

დიდმა გაჭირვებამ და აუტანელმა ყოფამ აიძულა არსენა, რომ ტყეში გავარდნილიყო რამდენიმე ერთგულ ადამიანთან ერთად. თავად ზაალ ბარათაშვილთან უთანხმოეობის გამო ჭაბუკი ოძელაშვილი ტყეში გაიჭრა. იგი ვერ ურიგდებოდა გლეხობის ჩაგვრას, ყმებით ვაჭრობას, ყმების გაჩუქებას, მზითვად გატანებას და სხვა. ებრძოდა მარბიელ მთიელთა ურდოებს, კოლონიური პოლიტიკის გამტარებელ ჩინოვნიკებს, ჩარჩ-ვაჭრებს. ხელისუფლებამ მის დასაპატიმრებლად რაზმი გაგზავნა. შემდეგ ბოდბისხეველის ღალატით შეიპყრეს, მაგრამ მალე ტყვეობას თავი დააღწია. სულ მცირე ხანში მის გარშემოუამრავი ხალხი შეიკრიბა. არსენას რაზმში იყვნენ ქართველები, ოსები, თათრები და კიდევ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისინი მართალია განსხავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ მათი მიზანი ერთი იყო - მიეღწიათ ხალხის ბედნიერებისათვის.

არსენას რაზმის წევრები ერთგულების ფიცით შეიკვრნენ ტყეში. ჭკვიანი და შრომისმოყვარე მეთაური რაზმელებს უქმად არ აჩერებდა. მან იცოდა, რომ უსაქმურობა კაცს ვნებს. არსენა რაზმს წვრთნიდა და ამზადებდა მომავალი ბრძოლისათვის, ხოლო უქმე დროს ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა. არსენა მკაცრი, წესრიგის მოყვარე და დინჯი მეთაური გახლდათ. იგი საქმე სწრაფად, მაგრამ ერთპიროვნულად არ წყვეტდა.

ოძელაშვილი დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა. ხალხი ქება-დოდებით ამკობდა მის ვაჟკაცობას.

No comments:

Post a Comment