Sunday, October 30, 2011

ბარათაშვილები

1537-1538 წწ. მეფე ლუარსაბ I-ის განჩინებით ძმები იოთამ და ორბელ ბარათაშვილები გაყრილან და მარაბდა იოთამს რგებია.
შემდგომში მარაბდა ფარიშატისა და გიორგი ბარათაშვილისაა. ამ დროიდან მოყოლებული სოფელი ძირითადად ბარათაშვილების საბატონო საკუთრებად  ქცეულა.

       ბარათაშვილები არეშიანებს მამულის საზღვრებს ედავებოდნენ და სასამართლოში იჩივლეს. მეფე შაჰნავაზის (ვახტანგ V) ბრძანებით, მოსამართლეებმა საქმე გაარჩიეს. 

სასამართლომ მოდავე მხარეებს ძველი განაჩენები მოთხოვა. ბარათაშვილებმა საბუთები წარადგინეს, არეშიანებმა კი ვერა. შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ სადაო მამული ბარათაშვილებს ეკუთნოდათ: "სამკვიდროც ამათი ყოფილა ელიას ქვას აქათი, ახლაც სამკვიდროდ დანებდა და ვერც სხვა კაცი შეეცილება... და სამკვიდროდ დარჩა".   
          პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს და დაადგინეს ბარათაშვილების ნასახლარი სოფელ მარაბდაში. მოინახულეს ბარათაშვილების საფლავები წმინდა მარინეს ეკლესიაში და დაამზადეს წარწერა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად: ,,ბარათაშვილების ნასახლარი" , რომელსაც წაიღებენ და გააკრავენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობდნენ მარაბდის ბატონები. 
          ჯგუფმა გადაწყვიტა დამატების შეტანა, კერძოდ – რადგან აქ ბავშვობა გაატარა პატარა ტატომ, ანუ ნიკოლოზ ბარათაშვილმა, გაკეთებულ  აბრას დაურთავენ წარწერას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან ,,ფიქრნი მტკვრის პირას" .
             ,,არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
                იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!"

                                                       ნიკოლოზ ბარათაშვილი. 

No comments:

Post a Comment